"მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს" | პრეზიდენტი "ოცნების" დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. 

"არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად არიან ამ ხელისუფლების ახლო ბიზნესწრეები და არ ყოფილა სანქციები იმ ადამიანებისთვის, რომლებმა დღეს გააყალბეს არჩევნები. ეს არის ეფექტური სანქციები, რაც შეიძლება იქნას მიღებული. მე ნაკლებად მჯერა ევროკავშირის სანქციების. შეიძლება იყოს შეზღუდვები სხვა ფორმით, ყველა იმ დახმარებებზე, რაზეც ჩვენი ბიუჯეტი და ჩვენი პროგრამები ძალიან დამოკიდებულია. ესეც გააძლიერებს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს. პერსონალური სანქციები ბევრად უფრო რთულია ევროკავშირისთვის, რომელიც დამოკიდებულია კონსენსუსის წესზე და 27 ქვეყანაზე. ამერიკა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად მართავს. მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს საუბრები და მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროკავშირს შორის იმის შესახებ თუ, რა შეიძლება გაკეთდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 ინტერვიუ სრულად:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი