ძალიან მალე [იქნება] ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი... ქვეყანა იზოლაციას ვერ გაუძლებს - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს.
...ამას დაემატება, ძალიან მალე, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი. რაც თავისთავად მოხდება... ინვესტიციები, სადაც სასამართლო არ არის, სადაც ასეთი ნათელი სურათი არის, რომ ეს ქვეყანა არის უკვე მთლიანად ერთ ხელში, სადაც შენ თუ არა ხარ გარიგებული, ამ ერთ ხელთან არანაირი შანსი არაფრის არა გაქვს, თავისუფალი ბიზნესი, თავისუფალი ინვესტიცია, ეს ყველაფერი კვდება. სავალუტო ფონდთან უკვე აღარ გვაქვს პროგრამა, და ელოდებოდა, სავალუტო ფონდი, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე, რომ არჩევნების მერე თუ სიტუაცია გამოსწორდა, მაშინ ახალ პროგრამაზე დავიწყებთ მოლაპარაკებებსო. დაიხარჯა ჩვენი რეზერვებიდან ძალიან დიდი თანხები, რაც თავისთავად არის გაყალბების ერთ-ერთი მტკიცებულება. თუ ვინმეს სჭირდება, მემგონი არავის აღარ სჭირდება. მაგრამ კიდევ ერთი მტკიცებულება იმ შავი ფულის, რაც დაიხარჯა ამ არჩევნებზე, ამ კონცერტებზე, მოსყიდვა, გაყიდვა და რაღაცები... საჭირო არის, როდესაც შავი ფული შემოდის ქვეყანაში, უნდა ლარი დაიცვა...
...ეს შეიძლება გააკეთოს ისეთმა ქვეყანამ, რომელსაც აქვს დიდი რესურსი, როგორიცაა, ვთქვათ, რუსეთი, გაუძლოს ამ იზოლაციას თუმცა მოსახლეობის ხარჯზე, იმიტომ რომ მოსახლეობა ვიცით, როგორ არის და რატომ გადიან მილიონობით ადამიანები რუსეთიდან და აქ გადიან ჩვენს ტერიტორიაზე ან რჩებიან. დიდ ქვეყანას შეუძლია ან ქვეყანას რომელსაც აქვს თავისი რესურსები. ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ჩვენ ეს ვარიანტი რომ გავუძლოთ იზოლაციას, თუნდაც ვიღაცების დახმარებით, არ გამოდის, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერვიუ სრულად: