საქართველოს პრეზიდენტი "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეულ დახმარებებზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, ევროპა ხელისუფლებისგან მარტივ რაღაცებს ითხოვდა, ის რაც ქვეყნისთვისაა საჭირო:
"ის რომ დასავლეთი, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა იმისთვის, რომ აქ შექმნილიყო ინსტიტუტები, დემოკრატიის მთავარი საფუძველი ჩამოყალიბებულიყო, სასამართლოზე ამდენი ხანი იწვალა და იწვალა, ამდენი თანხებია ჩადებული ჩვენ ეკონომიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ამ ყველაფერთან ერთად მარტივ რაღაცებს გვთხოვდა, რომ სასამართლო შეინარჩუნეთ დამოუკიდებელი და გააგრძელეთ ის მთავარი რეფორმები, რაც თქვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ყველაფერს ვერ წაიღებს უკან ამ ნათქვამს, მაქსიმუმი იქნება ინდიფერენტული და აღარ ჩაერთვება ჩვენ პროცესებში, რაც ნიშნავს, რომ იზოლაცია იქნება სრული.
მე მგონი, რომ ეს ჩამოშლის ამ ხელისუფლებას, შიდა და გარე იზოლაცია და ერთ ქვაბში რომ მოიხარშებიან ესენი და ვინც არიან ხომ ვხედავთ? სადამდე უნდა იხარშებოდნენ ერთ ქვაბში?" ამბობს პრეზიდენტი.
ინტერვიუ სრულად: