საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პიროვნულად აქვთ უზარმაზარი შანსი, რომ ეროვნული გმირების რიგში ჩაეწერონ, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პიროვნულად აქვთ უზარმაზარი შანსი, რომ ამ პორტრეტების [ეროვნული გმირების] რიგში ჩაეწერონ. საკმარისია, რომ იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიას, ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მე მინდა, რომ მივმართო მათ: დაფიქრდით, ერთი თუ ორი წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმად, რომ ისტორიაში შეხვიდეთ ამ ქვეყნის მოღალატეები, თუ ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ, როგორც ნამდვილი გმირები. ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი არჩევნების დროს და მან დაიმსახურა მთელი ქვეყნის სიყვარული. არ გინდათ, რომ მთელი ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ინტერვიუ სრულად: