ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას | სტივენ ნიქსი

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტივენ ნიქსი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ამერიკელ ლიდერებს დასავლურ გზაზე საქართველოს წარმატების ნახვა სურთ და სწორედ ამას დაუჭერენ მხარს.

"ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას. ეს იმ გრძნობების გამო, რაც ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს და სურს დაეხმაროს მას თავისი ევროპული მისწრაფებების და იმედების ასრულებაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, [ვინაა ხელისუფლებაში] ჩვენ გვსურს განვაგრძოთ საქართველოზე ფოკუსირება და ქვეყნის დახმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა სტივენ ნიქსმა.

IRI ერთ-ერთი იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ვინც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა და არაერთ დარღვევაზე ისაუბრა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი