ვაკეში ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციისადმი მიძღვნილი გამოფენა დააზიანეს

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტერ კუბერნატი ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის დაზიანებული ბანერების შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

გამოფენა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული.

"სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ. გამოფენა ვაკეში, გამგეობის მოპირდაპირედ ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული. არ მჯერა, რომ ვინმეს პრობლემა შეჰქმნოდა გამოფენასთან!" - წერს ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი