10 000$-იანი ხელფასი პუტინის ბანკირისგან - ნათია თურნავას შვილის თანამდებობა ოფშორულ კომპანიაში

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას შვილი, 32 წლის ირაკლი ვეშაპიძე კომპანია  „ასკანგელ ბენტონიტის" დირექტორად დაინიშნა - თვეში 10 ათასდოლარიანი ანაზღაურებით.

„ასკანგელ ბენტონიტი" 2016 წელს დაარსდა და ფლობს ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელ ქარხანას ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში. თვეში 2500 ტონა წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გააქვთ. მოგება მრავალმილიონიანია. მაგრამ სად მიდის ეს ფული ? საქართველოსა თუ რუსეთის ეკონომიკაში? 

აღმოჩნდა, რომ კომპანიის 60% -იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია "სერტორა ლიმითედია". მისი რეალური მფლობელის ვინაობა ოფიციალურ დოკუმენტებში არ ჩანს, ამიტომ საქართველოში მათ წარმომადგენელს დავუკავშირდით, დავით კლდიაშვილმა, რომელიც ამ კომპანიას რამდენჯერმე დაეხმარა კომენტარზე უარი გვითხრა. 

ბევრ სანდრო წყაროსთან გადამოწმების შემდეგ, გავარკვიეთ,რომ სერტორა ლიმითედის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ოთარ მარღანიაა. 

მარღანია რუსეთის მილიარდერთა სიაში 158- ე ადგილზეა და ფინანსურ წრეებში დიდი გავლენებითაც სარგებლობს.  წლების განმავლობაში ის პუტინის კაბინეტის წევრის, ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის არაოფიციალური მრჩეველი იყო. მისი დახმარებით მარღანია უმსხვილესი ბანკის "ვოზროჟდენიეს" აქციების მფლობელიც გახდა.   

ბიზნესმენის  გავლენები ვრცელდება ალმასის ბაზარზეც. რუსულ მედიაში  ალმასის რუხ კარდინალადაც კი მოიხსენიებენ. მარღანიას, რომელიც 2009 წელს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა  აქტივები აქაც აქვს, თუმცა არაოფიციალურად. 

"მთავარი" დაინტერესდა, იცოდა თუ რა ირაკლი ვეშაპიძემ რომ იმ კომპანიის რეალური მფლობელი, სადაც ის თანამდებობაზე დაინიშნა, პუტინის კარის ბიზნესმენია, თუმცა ვეშაპიძე დაიმალა და ორი დღე სამსახურში არ მისულა ​

ეკონომიკის მინისტრი, ნათელა თურნავა კი ერთ-ერთ რესტორანში, კონსპირაციული შეხვედრის დროს გადავიღეთ - ივანიშვილის კარის ბიზნესმენთან, ვანო ჩხარტიშვილთან.

მათთვის საგანგებოდ დაცალეს რესტორანი და "მთავარის" გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ, დაცვის წევრებიც აგრესიულები გახდნენ. 

ეკონომიკის მინისტრი  უკანა კარიდან გაიპარა, ოლიგარქმა ჩხარტიშვილმა კი კომენტარზე უარი თქვა. 

არსებობს ეჭვი,რომ თურნავა-ჩხარტიშვილი ბენტონის ბიზნესში არაოფიციალურად არიან ჩართულები და ამ ეჭვს ეკონომიკის მინისტრის შვილის თანამდებობაზე დანიშვნაც ამყარებს.  

რამდენიმე წლის წინ, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ამ კომპანიით დაინტერესდა. "აიფაქტის" ჟურნალისტებმა 9 თვიანი გამოძიების შემდეგ ვერც ოფიციალური დოკუმენტებით და ვერც კომპანიასთან დაკავშირებული სხვა პირებისგან ვერ მიიღეს ინფორმაცია ოფშორული კომპანიის მფლობელის შესახებ. 

გოჩა ჩხაიძე- ცნობილი ასკანელი ძმებიდან ერთ-ერთი, „ასკანგელ ბენტონიტის" ​ 20%- იან წილს ფლობს. მასთან სახლში რამდენჯერმე მივედით. დღეს დილით გვითხრეს რომ დასავლეთში წასულა, დავურეკეთ თუმცა ჩვენთან კომუნიკაცია არ ისურვა. 

არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა არავის სურს. თუმცა ფაქტია, პუტინის ახლო გარემოცვის წევრთან ძალიან ახლო კავშირში, არც თუ ისე ფარულად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და ივანიშვილის კარის ბიზნესმენები არიან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი