პროევროპული ოპოზიცია აქციის გამართვას გმირთა მოედანზე გეგმავს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე ჩავლენ და მოედანს ღამის 11 საათამდე დაიკავებენ.
"ვკეტავთ გმირთა მოედანს ღამის 11 საათამდე! ვარყევთ არჩევნების ქურდებს და ხელისუფლების მიმთვისებლებს! ვიბრუნებთ სამშობლოს! თბილად ჩაიცვით და გამოდით! ნუ დაგეზარებათ! - წერს ნიკა გვარამია