პუტინის ოპონენტების მოწამვლა და მკვლელობები საზღვარგარეთ | აშშ-ის დაზვერვა დოკუმენტს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის დაზვერვამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც პუტინის პოლიტიკური ოპონენტების საზღვარგარეთ მკვლელობებს ეხება.

„...პოლიტიკური და ოპოზიციური ლიდერები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც განიხილება საფრთხედ - ნათელი მაგალითია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც 2004 წელს მოწამლეს.

მისი მხარდამჭერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსულმა დაზვერვამ ქიმიური დიოქსინი შეუშვა მის საკვებში, როდესაც ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და რომელიც უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე იყო“. ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში საუბარია იჩქერიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, ზელიმხან იანდარბიევის მანქანის აფეთქებაზე, 2006 წელს ლონდონში, FSB-ის ყოფილი ოფიცრის ალექსანდრე ლიტვინენკოს მოწამვლაზე, ასევე ბიზნესმენ ალექსანდრე პეპელიჩნის სიკვდილზე, რომელიც 2012 წელს, ინგლისში, საკუთარ სახლთან სირბილის დროს მოულოდნელად დაიღუპა.

საიდუმლო მოხსენების თანახმად, კრემლის სამიზნე შეიძლება ყოფილიყო უკრაინის დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი, სეპარატისტი ალექსანდრე ბედნოვი, რომელიც 2015 წელს მოკლეს. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს, მოქმედების სრული თავისუფლება მისცა საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩნების მოსაკლავად. აშშ-ის დაზვერვის ცნობით, უშუალოდ კადიროვის სახელთან დაკავშირებული მკვლელობების უმეტესობა იარაღითაა ჩადენილი, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული მკვლელობები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, მოწამვლით.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი