გრიფი საიდუმლო - მთავრობის 34 განკარგულება 20 ივნისის სისხლიანი ღამის პარალელურად

გამოქვეყნდა:

20 ივნისის სისხლიანი მოვლენების პარალელურად, მთავრობამ 34 განკარგულება გამოსცა, რომელსაც ახლა ვერსად იპოვით. ეს დოკუმენტები მთავრობის ვებგვერდიდან გაქრა. ბრძანებებს გრიფით საიდუმლო დაედო, არადა რეგლამენტის მიხედვით, განკარგულება - მიღებიდან 3 დღეში ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს. რატომ გაქრა? ამ ინფორმაციას მთავრობის მეთაური კარგად მალავს.

საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე იურისტები 19-21 ივნისს გამოცემულ განკარგულებებზე ინფორმაციის მოპოვებას მთავრობის ადმინისტრაციიდან შეეცადნენ. ბრძანებები პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში გამოიცა, რაც ამყარებს ეჭვს, რომ მთავრობამ შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და ან ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კომპანიებს ჩამოაწერა ვალები, ან ფარული შესყიდვები განახორციელა, რომელიც სხვა შემთხვევაში საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევდა. 

მთავრობასთან ერთად საიდუმლოს კარგად იცავს ფინანსთა სამინისტროც და კომერციული საიდუმლოს მოტივით მალავს.

სავარაუდოდ კორუფციული წრის მთავრი რგოლი ოლიგარქი ივანიშვილია, რომელმაც უმძიმესი გადაწყვეტილებების მისაღებად სტრატეგიული დრო შეარჩია და ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ფარული გარიგებების გასაფორმებლად გამოიყენა. 

ოპოზიციის თქმით, როცა ახალგაზრდებს ქვეყნის მთავარ გამზირზე თვალებს თხრიდნენ, ივანიშვილის ხელისუფლება ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

34 საზიანო განკარგულების გარდა, ხელისუფლებამ სისხლიანი ღამის ავტორების ვინაობაც დამალა. 

ერთი წლის შემდეგაც არავინ იცის ვინ გასცა სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებისა და მოქალაქეებისთვის სასიკვდილო ტყვიების სროლის ბრძანება. გამოძიება დაიწყო, თუმცა არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ გამოკვეთილა. მესამე სექტორი უკვე დაინტერესდა სად გაქრა მთავრობის განკარგულებები, სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან უფრო მეტ არგუმენტს ელოდებიან  

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქვეყანა კოვიდ პანდემიის კრიზისში გადავიდა. კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ხელისუფლებამ 100 ფარული განკარგულება გამოსცა, თუმცა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია დუმს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი