"პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს!" | დღეს, 21:00 საათზე რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებიდან მსვლელობა გაიმართება

გამოქვეყნდა:

"პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს!" - არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებამდე 24 საათით ადრე დედაქალაქში მასშტაბური პროტესტი იგეგმება. დღეს, საღამოს 21:00 საათზე მოქალაქეები რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს უერთდებიან სტუდენტები, სამოქალაქო სექტორი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც.

რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტის შენობასთან ღამეს გაათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა.

პარალელურად, თბილისის ქუჩებში გაიმართება მანქანებით მსვლელობაც.

"დასავლეთ საქართველო შეიკრიბება აქ რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე. ჩვენი მსვლელობის პარალელურად, გაიმართება მანქანებით მსვლელობა, მთელ ქალაქში, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით 2 საათის მანძილზე. ჩვენ კი განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის მანძილზე ვაპირებთ დარჩენას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თვითმარქვია "ქართულ ოცნებას", რომ ნებისმიერი შეკრება, რომელსაც ხვალ ისინი გეგმავენ არაფერი საერთო არ აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან, პარლამენტთან, ეს იქნება უბრალოდ თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი