"ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო... რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!" | პრეზიდენტი შსს განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციური პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია! - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში

საქართველოს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება აკრძალულია. აღნიშნული განცხადებით, უწყება დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომელიც გაყალბებული და მითვისებული არჩევნების წინააღმდეგ დღეს და ხვალ პარლამენტთან უნდა გაიმართოს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი