კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცეცხლსასროლი იარაღით 2ადამიანი მოკლეს, დაშავდა ერთი. შემთხვევა სოფლის ცენტრში დღეს მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მიზეზად შურისძიება სახელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 4 მოკლულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა.
ავტორი: ია გულიაშვილი