განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ერთიანი პროტესტი მიტაცებულ არჩევნებს | საბოლოო დანიშნულების წერტილი პარლამენტია

გამოქვეყნდა:

"ქართული განათლება საფრთხეშია" - განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მხარდასაჭერად მსვლელობით მივიდნენ. 

განათლების სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ,კულტურის სფეროს წარმომადგენლები კი რუსთაველის მეტროდან. 

ორი მსვლელობა ერთმანეთს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე შეხვდა და თსუ-ს ეზოში შევიდნენ. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტიდან, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, შემდეგ კი პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ავტორი: დავით კობიძე

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი