პუტინმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსული გამოცემების ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, დოკუმენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურასაც ადგენს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი