აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს | არალეგიტიმური პარლამენტის შეკრების გასაპროტესტებლად რუსთაველზე 9 საათზე აქციაა დაგეგმილი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.

დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი, რომელზეც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გააპროტესტებენ.

სამთავრობო კვარტლის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები. გამთენიისას მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, დაემატა სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის შსს-ს მიერ შეძენილი წყლის ჭავლის ახალი მანქანებიც.

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი