"საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია", - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიკელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც საქართველოს პარლამენტის დღეს დაგეგმილი სხდომა არაკონსტიტუციურია.