"ოცნების" თვითგამოცხადებულმა პრემიერმა იუსტიციის, საგარეო საქმეთა და გარემოს დაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

გამოქვეყნდა:

კობახიძემ თვითაღიარებულ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განახორციელა. კობახიძემ იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი წარადგინა, საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად,  დავით სონღულაშვილი.

სამივე მათგანის კანდიდატურა დასამტკიცებლად "ოცნების" თვითაღიარებულ პარლამენტს დღეს წარედგინება.  

რაც შეეხება ყოფილ მინისტრებს - რატი ბრეგაძეს, ილია დარჩიაშვილსა და ოთარ შამუგიას, კობახიძის თქმით, ისინი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს დაიკავებენ, თუმცა კონკრეტულად სად, ამაზე დღეს კობახიძეს არ უსაუბრია. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი