პარლამენტის შენობაში უკვე მივიდნენ თვითგამოცხადებული დეპუტატები ლადო კახაძე და ლადო ბოჟაძე. ისინი პარლამენტის ეზოში ავტომობილით შევიდნენ.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, რომელზეც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ.