თუ პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და რეგლამენტს | საია

გამოქვეყნდა:

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და პარლამენტის რეგლამენტს - ნათქვამია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში დღეს ჩანიშნულ პარლამენტის სხდომასთან დაკავშირებით.

საია  მოუწოდებს პარლამენტს დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას, შეწყვიტოს სხდომა და არ ცნოს ახალი პარლამენტის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

"კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენლი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგენილების პროექტში, ასახავს არჩეული დეპუტატების სახელებს უფლებამოსილების ცნობის მიზნით. დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ახალი პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის (100 წევრი) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. თუ დადგინდა, რომ იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკანონმდებლო ორგანომ, პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება. 

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში." ნათქვამია განცხადებაში

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი