"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დარბაზში მჯდომ ბიძინა ივანიშვილს პერსონალური და განსაკუთრებული მადლობები უხადა, რასაც დარბაზში მყოფებიც აყვნენ და ოლიგარქს ტაშით, ფეხზე წამოუდგნენ.
იქამდე კი მდინარაძემ განაცხადა, რომ "სანამ ეროვნული ძალები არ იქნებიან ოპოზიციაში, იქამდე ქართულ ოცნება იქნება ხელისუფლებაში" .