"ოცნების" თვითგამოცხადებული პარლამენტის წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
ესენი არიან:
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული;
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი;
- განათლების კომიტეტი - გივი მიქანაძე;
- გარემოს დაცვა- მაია ბითაძე;
- დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი;
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი -ირაკლი ზარქუა;
- ევროინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი;
- თავდაცვის კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე;
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე [დროებით] გიორგი კახიანი;
- კულტურის კომიტეტი- გიორგი გაბუნია;
- რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი- ირაკლი ქადაგიშვილი;
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - დავით მათიკაშვილი;
- საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე;
- სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე;
- ჯანდაცვის კომიტეტი - ზაზა ლომინაძე;
ამით "ოცნების" თვითგამოცხადებული პარლამენტის პირველი სხდომა დღეს დასრულდა.
შეგახსენებთ, "ოცნების" თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს, მის მოადგილეებად გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი, უმრავლესობის ლიდერად და ფრაქციის თავმჯდომარედ კი მამუკა მდინარაძე.