ბრიუსელში ევროპარლამენტის შენობის წინ ქართველმა ემიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს. ქვეყნიდან დროებით წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა დღეს დილით კარვები გაშალეს და გაყალბებულ არჩევნებს პროტესტის უკიდურესი ფორმით აპროტესტებენ. ემიგრანტები ევროპარლამენტარებს მოუწოდებენ, არ მოახდინონ ოლიგარქი ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია და კიდევ ერთხელ დაგმონ რუსული სპეცოპერაციით ჩატარებული არჩევნები.
ამ დროისთვის ევროპარლამენტის წინ 3 ემიგრანტი შიმშილობს, თუმცა პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება. საპროტესტო აქციას ჯგუფი "წინაპრების-პლატფორმა 26-ის" წევრებიც ესწრებიან.
ფოტო: თაობები ქვეყნისათვის