უკვე გავაგზავნე განცხადება და მოვითხოვ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჩემი მანდატი | ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, უკვე გაგზავნა საკუთარი განცხადება პარლამენტში, მანდატის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით: 

"მე პირადად უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყველანაირი კავშირი" განაცხადა ვაშაძემ რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იგივეს გააკეთებენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც. როგორც ვაშაძემ თქვა მისი განცხადება მანდატის გაუქმებაზე,  უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში.

შეგახსენებთ, "ოცნების" თვითგამოცხადებულ პარლამენტში დღეს დროებითმა სამანდატო კომისიამ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, მათ შორის, ბარიერგადალახული პროდასავლური ოპოზიციის, რომლებიც გაყალბებულ არჩევნებს ქუჩიდან აპროტესტებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი