ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

ივანიშვილი, კობახიძე და ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს ტოვებენ - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა და თვითგამოცხადებული პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: 

„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“ - განაცხადა მდინარაძემ.

დღეს "ოცნების" თვითგამოცხადებულ პარლამენტის პირველ სხდომას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი