"დღევანდელ დღეს, ქართულმა ოცნებამ, ივანიშვილმა, საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ თვითმარქვია დაჯგუფება, რომელიც თავს უწოდებს ხელისუფლებას და ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდება ამ არჩევნებს აღიარება და თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად"
განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის " ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე