გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

გამოქვეყნდა:

გერმანიის "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

შოლცის წარდგენას წინ უძღოდა პარტიის შიგნით ორკვირიანი ინტენსიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, დაეჭირათ თუ არა მხარი მოქმედი კანცლერის მეორე ვადით წარდგენისთვის. პარტიის კანცლერობის ერთ-ერთ კანდიდატურად თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი განიხილებოდა, თუმცა გასულ კვირას პისტორიუსმა განაცხადა, რომ კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს. მან მხარდაჭერა მოქმედ კანცლერს, ოლაფ შოლცს გამოუცხადა.

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს უნდა გაიმართოს. მანამდე, 16 დეკემბერს ბუნდესტაგში კენჭი უნდა უყარონ მთავრობისადმი ნდობის საკითხს.

გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს კანცლერმა ოლაფ შოლცმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ქრისტიან ლინდნერი. ამის გამო მმართველი კოალიცია, რომელშიც "სოციალ-დემოკრატები", "მწვანეები" და "თავისუფალი დემოკრატები" შედიოდნენ, ფაქტობრივად, დაიშალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი