რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 22.94 პროცენტი აიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 100 პროცენტი.

შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან "კავშირი რუმინეთის ხსნისთვის", მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი, ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ჩოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, კალინ ჯორჯესკუ და ელენა ლასკონი მიიღებენ მონაწილეობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი