"ხარკოვში 25 დაშავებული, ოდესაში 11 დაშავებული... ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ხარკოვში 25 დაშავებული, ოდესაში 11 დაშავებული... ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერს, - ამის შესახებ ურაკინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

მისი თქმით, რუსული იერიშების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო

"რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ხარკოვი: 25 დაშავებული, წინასწარი ინფორმაციით, S-400-ის დარტყმის შედეგად. ოდესა: 11 დაშავებული, სავარაუდოდ ისკანდერის დარტყმა. ორივე მიზანში ჰყავდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ შენობებს.

ყველა დაზარალებულს გაუწიეს საჭირო დახმარება. და მადლობელი ვარ ყველას, ვინც მეხმარება.

ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ყველაფერს, რასაც რუსეთი გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დარტყმები არასოდეს დარჩეს უპასუხოდ - და არა მხოლოდ ჩვენ მიერ. მსოფლიომ არ უნდა აჩვენოს რუსული ტერორის ნორმალიზაციის ან მასთან შეგუების მინიშნებაც კი", - წერს ზელენსკი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი