Reuters: ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ

გამოქვეყნდა:

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

ასევე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი