კოსტა-რიკაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა ორშაბათს შუადღისას მოხდა, თვითმფრინავი კოსტა-რიკის დედაქალაქ სან ხოსესკენ მიემგზავრებოდა. ბორტზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, გადარჩენილი 31 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაშია.