წითელ ზღვაში საკრუიზო გემი ჩაიძირა

გამოქვეყნდა:

წითელ ზღვაში, ეგვიპტის ერთ-ერთ კურორტთან, საკრუიზო გემი ჩაიძირა. ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტის სანაპირო დაცვამ სამაშველო ოპერაციის შედეგად, ორშაბათს საღამოსთვის 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხა, 17 კი კვლავ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოთხგემბანიანი იახტა Sea Story წითელ ზღვაში, ხუთდღიან კრუიზში იმყოფებოდა. ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:30 საათზე გემმა კატასტროფის სიგნალი გასცა. მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ზღვაზე ძლიერი ღელვა იყო, ქარის სიჩქარე კი საათში 60-70 კილომეტრს აღწევდა.

იახტის ეკიპაჟის წევრები ეგვიპტის მოქალაქეები არიან. მგზავრებს შორის კი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, არიან დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, ბელგიის, სლოვაკეთის, აშშ-ისა და ჩინეთის მოქალაქეები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი