ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება 25 ნოემბერს ვაშინგტონში კოლუმბიის ოლქის სასამართლომ მიიღო და ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელიც არჩევნებში ჩარევას უკავშირდებოდა, დახურა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის განაცხადი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვის შესახებ. სმიტმა სასამართლოს 25 ნოემბერს მიმართა. სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.