ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ენმ საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს, დღის სამ საათამდე მიმართავს. ამის შემდეგ კი კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრები ინდივიდუალურად დაწერენ განცხადებებს მანდატების შეწყვეტაზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ამ დროისთვის მხოლოდ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიმართა. ინდივიდუალურად კი პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა გიორგი ვაშაძემ. 

რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს" - მათი გადაწყვეტილება დღეს, დაახლოებით 13 საათისთვის გახდება ცნობილი. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მიიღებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი