"შეგუების დრო არ არის" | აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს, პირველ სხდომას არ ესწრება ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"შეგუების დრო არ არის" - გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ აჭარაშიც, სადაც უსკო-ს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე, დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. 

გაყალბებული არჩევნების გამო, უზენაეს საბჭოში შესვლაზე უარს აცხადებს ოპოზიცია. ოპოზიციის დეპუტატები სიის ჩახსნას აპირებენ: 

"როგორც გუშინ თბილისში იყო ბიძინას ცირკი, დღეს არის მინი-ცირკი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ეს არ არის არც ლეგალური, არც ლეგიტიმური, არც სამართლიანი და არც მორალურად სწორი. არ შეიძლება სამშობლო რუსებზე გაცვალო და არ შეიძლება სამშობლოს უღალატო. ეს ხალხი ვინც აქ ზის ახლა და ვინც თავის თავს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უწოდებს, არიან ჩვეულებრივი რუსი მოღალატეები," - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

აჭარის თვითგამოცხადებულმა უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე აირჩია. 

ასევე დღეს ქართული ოცნების 13- მა დეპუტატმა აირჩია თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტების ხელმძღვანელები და ფრაქციის თავმჯდომარე. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი