აბრახუნებდნენ, ისროდნენ "ხლაპუშკებს"... დაისჯებიან აუცილებლად | გომელაური აქციის მონაწილეებს ემუქრება

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი გომელაური აქციის მონაწილეებს "დასჯით" ემუქრება. მან პარლამენტის შენობის წინ, გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებული იქნება ყველა, ვინც რკინის ჯებირზე ხელს ურტყამდა და მისივე მტკიცებით, "ხლაპუშკებს" ისროდა: 

რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელი დღე, ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგენენ უბრალოდ 200-300 ადამიანი და როგორც დაიწყო სხდომა, მივიდნენ, ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობურასთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ მერე ასაფეთქებელ პატარა "ხლაპუშკებს"  აფეთქებდნენ ეზოში რაც არ შეიძლება და ამაზე დაისჯებიან აუცილებლად ვინც იყვნენ იქ. იდენტიფიცირება მოხდება და ყველა დაისჯება იმ კუთხით, რომ ჯარიმები როგორც ადმინისტრაციული ყველას გამოეწერება და სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება" ამბობს გომელაური  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი