"თუ სანქციები უნდა დაუწესონ, მე უნდა დამიწესონ, მე გავცემ ბრძანებებს და არა "ხარება" | გომელაურის თქმით, სანქცირებულებს ხელფასი ბანკში ერიცხებათ

გამოქვეყნდა:

ნუ, არასწორია ჩემი აზრით. თუ სანქციები უნდა დაუწესონ, მე უნდა დამიწესონ, მე გავცემ ბრძანებებს და არა ვთქვათ "ხარება" და დეპარტამენტის ხელმძღვანელები - ამბობს შს მინისტრი გომელაური აშშ-ის მხრიდან ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის დასანქცირებაზე.

გომელაურის თქმითვე, ამ პირებს სანქციების მიუხედავად, ხელფასები ბანკში ერიცხებათ, ვინაიდან შიდა რეგულაციით, არავის აქვს გადარიცხვების შეჩერების უფლება:

"ჩვეულებრივად ერიცხებათ ხელფასები ბანკებში. სად ერიცხებათ მაგას ვერ გეტყვით. არანაირი სანქცია არ მოქმედებს სხვა ქვეყნის შიდა, ეს არის გარე, ვთქვათ, თუ გადარიცხავს. აშშ-ში ვერ გადარიცხავს ვთქვათ, შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში ვერ გადარიცხოს. შიდა რეგულაციებით უფლება არ აქვს არავის ადამიანს შეუჩეროს ესა თუ ის გადარიცხვა, ან ხელფასის ჩარიცხვა" ამბობს გომელაური

შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარება" და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს ფინანსური სანქციები 16 სექტემბერს დაუწესა.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი