Reuters: ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელსა და "ჰეზბოლას" ტერორისტულ ორგანიზაციას შორის ბრძოლა, სავარაუდოდ, შეწყდება. 

როგორც გამოცემა წერს, შეთანხმება ხვალიდან შევა ძალაში.

მედია იუწყება, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე საათში სიტყვით გამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი