„ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომებს გამართავს. 10:00 საათზე გორგასლის ოფისში უმრავლესობის, 10:30 საათზე კი პოლიტიკური საბჭოს სხდომაა ჩანიშნული. განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა, ინაუგურაცია კი არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს.