"საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს" | "კოალიცია ცვლილებისთვის" პარლამენტს მანდატების გაუქმებაზე ოფიციალურად მიმართავს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" პარლამენტს მანდატების გაუქმებისთვის ოფიციალურად მიმართავს.

მას შემდეგ, რაც კოალიციამ ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით მიმარტა,  ახლა კოალიციის 19 წევრი უკვე ინდივიდუალურ განცხადებებს წერენ, რომ გაუუქმდეთ სადეპუტატო მანდატი. კოალიციის ლიდერები ამ წუთებში პარლამენტის კანცელარიაში იმყოფებიან.

"ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს გზა გადის ამ ე.წ. პარლამენტის სრულ დელეგიტიმაციაზე, ქართული ოცნების ე.წ. ხელისუფლების ამ შენობაში მარტო დარჩენაზე და ახალ არჩევნებზე. დიახაც, ეს ჩვენი აქტი ამ მიზანს მიაღწევს...საბჭოთა საქართველოში შემოსასვლელ საშვებზე ვამბობთ უარს." - ამბობს ნიკა მელია

შეგახსენებთ, პარტიების ოფიციალური მიმართვის შემდეგ, ცესკომ 3 პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების მიერ წარდგენილი საარჩევნო სიები გუშინ, 26 ნოემბერს გააუქმა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი