გაყალბებაზე ინფორმაციას მივაწვდი კონკრეტული მტკიცებულებებით, მოწმეებით, ვიდეო და ფოტო მასალებით | ლომჯარია საქალაქოში იკითხება

გამოქვეყნდა:

ყოფილი სახალხო დამცველი და "ჩემი ხმა ევროკავშირს" დამფუძნებელი არჩევნების გაყალბების საქმეზე, პროკურატურის მიერ დაწყებული ფორმალური გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება.

ნინო ლომჯარიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

ლომჯარიას თქმით, ის  გამოძიებას გაყალბების ყველა იმ მტკიცებულებას მიაწვდის, რომელიც სადამკვირვებლო მისიამ "ჩემი ხმა" შეაგროვა, თუმცა ამბობს, რომ იმედი არ აქვს სამართლიანი გამოძიების.

"როგორც უკვე აქ ნამყოფი ადამიანები საუბრობენ და კითხვებიდან გამომდინარე, რასაც პროკურატურა სვამდა გამოძიება მიმდინარეობს იქეთ, რომ დაამტკიცონ, რომ არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადებები იყო არასწორი. გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლები, ამიტომ მე ინფორმაციას მივაწვდი, თითქმის ყველა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის დარღვევაზე, რომელიც არეგულირებს და რომელიც დანაშაულად აცხადებს ცალკეულ ქმედებებს, ჩადენილს არჩევნების პერიოდში. 

იმდენად დეტალური იქნება ეს ინფორმაციები, იმდენად კონკრეტული, თავისი მტკიცებულებებით, მოწმეებით, ვიდეო მასალებით, ფოტოსურათებით, საჩივრებით და ა.შ. რომ პროკურატურას თუ სურვილი აქვს, სულ რამდენიმე დღეშიც კი შესაძლებელია, რომ ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მან ობიექტურად დადოს დასკვნა," - განაცხადა ლომჯარიამ გამოკითხვის დაწყებამდე. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი