"ქართული ოცნების" თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გენო პეტრიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ოლიგარქ ივანიშვილს მადლობა გადაუხადა სპორტის განვითარებისთვის და მისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ინიციატივით გამოვიდა:
"ახლა როგორც უკვე თქვენი კოლეგა მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ შრომისა და ღვაწლისათვის, რასაც ქართული სპორტის განვითარებისთვის აკეთებთ და ახდენთ. მინდა თითოეულ თქვენგანს, მინისტრებს გისურვოთ წარმატება თქვენი ქვეყნის სადიდებლად და საკეთილდღეოდ... მადლობა მინდა, პირველ რიგში, გადავუხადო ქართუ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა და თავდადება გაწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და ხომ არ აჯობებდა უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის, სპორტის, კულტურისა და ხელოვნების ასე გვერდში დგომისთვის," - თქვა გენო პეტრიაშვილმა.
"ოცნების" თვითგამოცხადებულ პარლამენტში, 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განათლების, კულტურისა და სპორტისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.