ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო ყაველაშვილი | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე მისი პრეზიდენტად დანიშვნა რუსული გადატრიალების მორიგი ფაზაა.

"ეს არის რუსული გადატრიალების ქართველი ხალხის წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო ფაზა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი არის შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნება," - აცხადებს ბოკუჩავა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი