გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაილ როთი სოციალურ ქსელ X-ზე "ქართული ოცნების" მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება.
"მმართველ პარტიას უნდა მთელი ძალაუფლება. მას არ სურს გაყოფილი ქვეყნის შერიგება. საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება," - წერს როთი.