ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ეთერს; მთავარი ისაა, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა | მეზვრიშვილი

გამოქვეყნდა:

"ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს. არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი, რის ირგვლივაც ახლა დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს (მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარება). მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა. გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროდან არავინ აღიარებს. სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ და აქედან გამოსავალს უნდა ვეძებდეთ."

წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი "ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი