ევროპარლამენტმა, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. სტრასბურგში, კომისიის სხდომაზე, შემადგენლობას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, 282 წინააღმდეგი იყო, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. 

კენჭისყრამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა რომ ევროპას "დასაკარგი დრო არ აქვს" თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად. 

26 კომისრისგან შემდგარი გუნდი მუშაობას პირველი დეკემბრიდან დაიწყებს, რომელსაც უკვე, ხელახლა არჩეული პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს. 

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება, ის ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრის თანამდებობას დაიკავებს. 

საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ჯოზეფ ბორელს შეცვლის. 

ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება;

ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი იქნება.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი