"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროპარლამენტი ხვალ, 28 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიო რეზოლუციას მიიღებს და ამის მერე საჭირო იქნება მუშაობა ეს მოწოდებები ევროკომისიის დონეზე, უკვე კონკრეტულ მოქმედებებში ითარგმნოს.
"არანაირ გადაღლას არ აქვს ადგილი, პირიქით, ყველაზე მკაფიო რეზოლუციას მიიღებს ევროპარლამენტი ხუთშაბათს, სადაც საუბარი იქნება მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე, იმაზე რომ გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია ივანიშვილის ნაბიჯების გამო. მათ შორის, მიტაცებული არჩევნების გამო. იქნება საუბარი ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე, რომელმაც უნდა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალ ნება. ასევე ამ რეზოლუციაში საუბარი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რადგან ევროპეიზაციის გზაზე დაუშვებელია იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. საქართველოსთვის ყველა აქტუალური და მნიშვნელობანი საკითხი დგას დღის წესრიგში ევროპარლამენტში და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს მოწოდებები ევროკომისიის დონეზე ითარგმნოს კონკრეტულ მოქმედებებში და ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშობა." ამბობს თინა ბოკუჩავა.
ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება. კრიტიკულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხება, ხვალ ეყრება კენჭი.
დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაცია არ უნდა მიანიჭოს. ევროპარლამენტარები ყველა იმ პირის დასანქცირებას მოითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკან დახევაზე არიან პასუხისმგებლები.