"ქართული ოცნების" სიის მე-16 წევრის, შოთა ბერეკაშვილის მიერ დაფუძნებულ BK Construction-ს თბილისის მერიასთან სამი მიმდინარ პროექტი აქვს, რომელთა ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საუბარია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ოთხ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან ორში – უკონკურენტოდ.
კომპანია BK Construction-მა უკვე ჩააბარა ერთი პროექტი, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ლარი იყო. თვითაღიარებული დეპუტატი ბერეკაშვილი რუსული კანონის მხარდამჭერიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს მისმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის საგრანტო კონკურსში.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, შოთა ბერეკაშვილის რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს