ისრაელმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ, გაასაჩივრა

გამოქვეყნდა:

ისრაელს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავებისთვის ჰააგის სასამართლოს ორდერების წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ისრაელმა გაასაჩივრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები.

"ისრაელის მიერ შეტანილი საჩივარი დეტალურად ამხელს რამდენად აბსურდული იყო დაკავების ორდერების გაცემა და რამდენად აკლია რაიმე ფაქტობრივი ან იურიდიული საფუძველი", - წერია განცხადებაში.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აცხადებენ, რომ სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილებას მოსამართლეები იღებენ. აღნიშნულის შესახებ ჰააგის სასამართლოს პრესსპიკერმა, ფადი ელ აბდალაჰმა განაცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, ეხებოდა თუ არა ეს განცხადება ისრაელის მოთხოვნას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი