ფიცო მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმს დაესწრება

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს დაესწრება.

რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევა მიიღო მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად.

„სლოვაკეთის მთავრობა ერთგული რჩება ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მემკვიდრეობის და ისტორიული სიმართლის, მეორე მსოფლიო ომისა და იმ როლის შესახებ, რომელიც წითელმა არმიამ ითამაშა“, - დაწერა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი